„ყირიმში „აფხაზური ვარიანტით" მდგომარეობის განვითარება შესაძლებელია, მაგრამ ჩემი აზრით, მოსკოვს არ უნდა აწყობდეს", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე.
სვანიძე განმარტავს, რომ თუ ახლა ყირიმში რუსული პასპორტების დარიგება და შემდეგ უკვე ახლადგამომცხვარი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო შესვლა მოხდა, ეს სხვა რესპუბლიკებში მცხოვრები რუსი ეროვნების მოსახლეობისთვის შეძლება ძალიან ცუდად დასრულდეს.
„თუ ახლა ყირიმში იგივე განმეორდა ჩვენ შესაძლოა გვითხრან: „ბიჭებო, თქვენ სულ დაკარგეთ ნამუსი, იმიტომ რომ ჯერ თქვენ არიგებთ რუსულ პასპორტებს, შემდეგ კი თქვენ, ამ პასპორტების მფლობელებთან ერთად, რომლებსაც უკვე თქვენს მოქალაქეებს უწოდებთ ასევე „იცავთ" იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ისინი იკავებენ და ამბობთ: დიახ, ჩვენ დავარიგეთ პასპორტები და ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ტერიტორია რომელზეც ისინი სახლობენ ჩვენია. ყოველ შემთხვევაში თქვენი არ არის". ამან შეიძლება ძალიან სერიოზული რეაქცია გამოიწვიოს ქვეყნებში სადაც რუსი მოსახლეობია პროცენტლი რაოდენობა საკმაოდ დიდია",_ აცხადებს სვანიძე და განმარტავს, რომ მას ლატვია კი არ აქვს მხედველობაში არამედ მხედველობაში აქვს მაგალითად ყაზახეთი, სადაც ძალიან ბევრია რუსი ეროვნების მოსახლეობა.
„ჩვენ კი ნაზარბაევთან ურთიერთობის გაფუჭება არ გვინდა არადა მას შეუძლია გვითხრას ჩვენ: „ბიჭებო, ანუ ახლა თქვენ ჩვენს რუსებსაც დაურიგებთ პასპორტებს? შემდგე კი ნახევარ ქვეყანას წაგვართმევთ? ხომ არ გაისეირნებდით საერთოდ? რა გინდათ, რუსები მეხუთე კოლონად მივიჩნიოთ? ანუ თქვენ ვისაც ჩვენთან უშვებთ ეს მეხუთე კოლონაა? და მათი მეშვეობით უნდა წაგვართვათ ტერიტორია?" ეს შესაძლოა ძალიან დიდი დარბევებით დასრულდეს",_ აცხადებს სვანიძე.