უკრაინის შეიარაღებული ძალები და მესაზღვრეები რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში ადეკვატურად იმოქმედებენ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიმ გააკეთა.
„თუ იქნება უფრო აქტიური ქმედებები რუსეთისა და მისი ჯარის მხრიდან, მაშინ რა თქმა უნდა უკრაინული არმია და უკრაინელი მესაზღვრეები პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში ადეკვატურად იმოქმედებენ",_ განაცხადა მან.
მისვე თქმით, უკრაინის ობიექტები ყირიმში დაკავებული არ არის.
„რამე ისეთი რომ მომხდარიყო მეცოდინებოდა",_ აღნიშნა პარუბიიმ.