ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიური უფლებებით უნდა დარჩეს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ მივმართავ ყირიმელებს არ დაუშვან სისხლისღვრა. როგორც უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა მინდა განვაცხადო, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიური უფლებებით უნდა დარჩეს",_ განაცდადა იანუკოვიჩმა.