„თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბანკს არაპროფილური ბიზნესი არ აინტერესებს.
ამის შესხაებ ხაზარაძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და „ელიტ-ელექტრონიქსსა" და „გუდვილის" საქმეებს შორის პარალელი.
„საქმე გვაქვს სერიოზულ გაყალბებასთან და ფინანსურ მაქინაციასთან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ამ საქმეზე არაფერს ვამბობდით, გარდა იმისა, რომ ეს იყო სიცრუე. თუმცა შარშან შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი ანოზრ ქოქოლაძის წინააღმდეგ ცრუ დასმენის თაობაზე ანუ მისი მხრიდან გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო", - განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მან დეტალურად მოჰყვა ის ეტაპები, როცა „თიბისი ბანკმა" „ელიტ-ელექტრონიქსთან" თანამშრომლობა დაიწყო და სხვა სამ ბანკთან ერთად კრედიტი გამოუყო.
„2005 წელს „თიბისი ბანკმა დაიწყო „ელიტ-ელქტრონიქსის" დაფინანსება. 2009 წელს ოთხმა ქართულმა ბანკმა დააფინანსა ის, მაგრამ მათ არავინ ახსენებს და მხოლოდ „თიბისი ბანკის" ლნძღვა მიდის. მე ერთი შეხვედრა მქონდა ანზორ ქოქოლაძესთან. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ის აქციები ნებისმიერ დროს დაგვებრუნებინა, თუ ვალდებულების დაფარვა მოხდებოდა. მე ვუთხარი მას, რომ პატივს ვცემდი როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს და შევთავაზე რომ გადამდგარიყო დირექტორის თანამდებობიდან და ერთობლივად სხვა დაგვენიშნა, რადგან ჩვენ ეჭვი გვეპარებოდა მასში, რომ მისი ხელმოწერებით ხდებოდა არასწორი მართვა. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ 2009 წელს მას სახელმწიფო აკისრებს 7,5 მლნ ლარის გადახდას, რაზეც ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც ჩვენ გვიყენებენ, არის ის, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა „თიბისი ბანკი", რათა ამ გზით ხელში ჩაეგდო „ელიტ-ელექტრონიქსი". ეს არის სრული აბსურდი. თქვენ იცით, რომ 22 წლის განმავლობაში რაც საბანკო ბიზენსში ვარ და „თიბისი ბანკი" არსებობს, არცერთ სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკი" არ შესულა. ჩვენ არაპროფილურ ბიზნესს არ ვაწარმოებთ, არ გვაინტერესებს. ესაა ჩვენი სტრატეგია. არცერთი კომპანია, რომელიც არაპროფილურია, მითუმეტეს მაცივრების და ქურების ბიზნესი ჩვენ არ გვაინტერესებს. ეს არაა ჩვენი პროფილი. მინდა ხაზი გვაუსვა იმას, რომ 2014 წელს უკვე სხვა ხელისუფლების და სხვა ფინანსთა მინისტრის დრო „ელიტელექტრონიქსს" დაააკისრეს დამატებით 6 მლნ ლარის გადახდა 2007 წელს აღმოჩენილი დარჩვევების გამო. ამას როგორ ახსნიან?!", - აღნიშნა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ფაქტია, რომ საქმე თაღლითობას და ფინანსურ მაქინაციას ეხება.
„როცა ოთხი ბანკი ცდილობდა „ელიტ-ელექტრონიქსის" პრობლემების მოგვარებას, ანზორ ქოქოლაძე ფულს რიცხავდა თავისი დის კომპანიაში და ზუსტად იგივე პროფილის ბიზნესს იწყებდა, რაც „ელიტ-ელეტქრონიქსი" იყო", - განაცხადა მან.