"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კომპანია ,,გუდვილის" მფლობელი გოგი შევარდნაძე მასთან მივიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ,,გუდვილი" „თიბისი ბანკს" ორი წლის განმავლობაში გაყალბებულ დოკუმენტაციას აწვდიდა.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ,,გუდვილს" "თიბისი ბანკის" მიმართ 50 მილიონი ლარის დავალიანება გააჩნია.
,,გოგი შევარდნაძე ჩემთან მოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ 2 წლის განმავლობაში ისინი ჩვენ გაყალბებულ დოკუმენტაციას გვაწვდიდნენ. შესაძლოა, ეს შეცდომა ჩვენ დაგვაშვებინა იმან, რომ მათ ზედმეტად ვენდობოდით, ვაღიარებთ ამ უყურადღებობას, ჩვენ არ ვთხოვდით ,,გუდვილს" საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ მათ შემოწმობას, რადგან ეს დიდი ფინანსური ხარჯი იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა გაყალბებული დოკუმენტაციების შესახებ, ჩვენ 2013 წლის ზაფხულში პროკურატურაში სარჩელი შევიტანეთ, მაგრამ როგორც ჩანს, იm უამრავი საქმის გამო რაც პროკურატურაში არსებობს, ჯერჯერობით ჩვენი რიგი არ დადგა. ეჭვი გვაქვს, რომ საქმე ეხება ,,გუდვილის" მხრიდან "თიბისი ბანკისთვის" თანხების გამოძალვას, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ კომპანიიის მენეჯმენტმა ჩვენ ვალების ჩამოწერა შემოგვთავაზა. ეს არ მოხდება. ჩვენი ამოცანაა, რომ გადავარჩინოთ კომპანია და იქ დასაქმებული სადამიანები. ,,გუდვილი" იმუშავებს მაგრამ, იმ ადამიანებს გარეშე, რომლებიც წლების განმავლობაში თაღლითურად მუშაობდნენ", -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები