,,ნაცმოძრაობა" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა დეპარტამენტის ანგარიშში დიდწილად იზიარებს იმ წუხილს რაზეც საპარლამენტო უმცირესობა საუბრობდა.
,, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დიდწილად იზიარებს იმ წუხილს რაზეც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა_სახელმწიფოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მიმართებაში, ისევე როგორც ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დიდი განსხვავებაა სახელმწიფოს რიტორიკასა და მათ ქმედებებს შორის. მთავარი მონაპოვარი რასაც ხაზს უსვამს აშშ-ის ანგარიში სწორედ ის არის, რომ პირველად საქართველოში მოხდა დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ სწორედ ამ მონაპოვარს იყენებდეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის ფლანგავს ამ მონაპოვარს", _განაცხადა ბოკუჩავამ.