საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნეს, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას ,,ნაცმოძრაობის" კანდიდატი კონკურენციას ვერ გაუწევს.
"დავით ნარმანიასთან კონკურენციაში მათ ვერც ერთ კანდიდატს სერიოზულად ვერ განვიხილავ, თუმცა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში "ნაციონალური მოძრაობისთვის" პრინციპულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვინ ეყოლებათ კანდიდატი, რადგან მათ შესაძლოა, თბილისში მეორე ადგილიც დაკარგონ, რასაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ ვინანებ", - განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" მერობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს. როგორც პარტიის წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა მერობის ერთ-ერთი კანდიდატი თავადაც იქნება. ,,ნაცმოძრაობა" თბილისიდ მერობის კანდიდატს პრაიმერის გზით გამოავლენს.