პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი იმაზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდე დაგეგმილი იყო. როგორც საკითხის კომენტირებისას უსუფაშვილმა განმარტა მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ეკონომიკური საკითხები შემოვიდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის დღის წესრიგში.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემთვის პირადადაც აღმოჩნდა გაცილებით წარმატებული, ვიდრე გვქონდა დაგეგმილი, ან შეგვეძლო წარმოგვედგინა. იმიტომ, რომ მთელი ამ ვიზიტის განმავლობაში მთავარი საკითხი იყო რა, რომ არ იყო არცერთი კითხვა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ და მთავრობის ახალი ლიდერის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ეკონომიკური საკითხები შემოვიდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის დღის წესრიგში და ეს სერიოზული თემაა სამომავლოდ. ის ვითარება, რაც დღესაა ჩვენ რეგიონში, საჭიროებდა სწორედ ამ ტიპის ძალიან დემონსტრირებულ მხარდაჭერას, ეს მიღწეულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის კურსი, რაც გვაქვს", - განაცხადა უსუფაშვილმა.