,,თუ ახალი ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ დანაშაული მაქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, უნდა გამასამართლონ", _ამის შესახებ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოლუმბიის უნივერსიტეტში განაცხადა.
მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი გასამართლდა, თუმცა პროცესის მიმდინარეობისას სამართლიანობა და კანონის უზენაესობა გარანტირებულია, ხოლო ვის დაპატიმრებენ და ვის არა, ეს დამოუკიდებელი სასამართლოს გადასაწყვეტია.
,,ჩვენ ხალხმა აგვირჩია, მხარი დაუჭირა ,,ქართულ ოცნებას", რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო ქვეყანაში დემოკრატიის გადასარჩენად. ხაზს ვუსვამ დემოკრატიის გადარჩენის, რადგან განსაკუთრებით ბოლო წლებში დემოკრატია არ იყო, სასტიკად არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. ხუთი ადამიანი დაიღუპა 20111 წელს როდესაც უნდობლად დაარბიეს მანიფესტაცია 26 მაისს თბილისში.
ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ზოგიერთ მათგანზე საქმე აღიძრა. ჩვენს მთავრობას ამისთვის ლეგიტიმური მიზეზი ჰქონდა. მთავარია ის, რომ გამჭვირვალობა, სათანადო პროცესი და კანონის უზენაესობა იყოს ის, რითაც ამ საქმეში ვიხელმძღვანელებთ. თქვენ იცით რომელიმე საქმე, სადაც ეს სამი ელემენტი არ არის? რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენზე არაა დამოკიდებული, ვინ უნდა ჩაჯდეს ციხეში და ვინ - არა. ვფიქრობ, არ უნდა დავაწესოთ იმუნიტეტი და ხელშეუხებლობა, რაც ბევრჯერ აღვნიშნე. დღეს მე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარ და 50-10 წლის შემდეგ, როცა გადავდგები, თუ ახალი მთავრობა აღმოაჩენს, რომ დანაშაული ჩავიდინე, უნდა აღიძრას საქმე, თუ არა?, რა თქმა უნდა, კი, რადგან მე არ ვარ პრივილეგირებული. მე ამირჩიეს, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს და არა პირად საჭიროებებსა და ჩემს ოჯახს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.