,,მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას", -განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ,,შერატონ მეტეხი პალასში", სადაც მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
,,2013 წლის დეკემბრის ბოლოს მოსამართლეთა კონფერენციამ მხარი დაუჭირა განცხადებას, რითაც აღვნიშნეთ, რომ გამოსაცდელი ვადა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენი ეს პოზიცია დღევანდელ კონფერენციაზეც დაფიქსირდება",ამიტომ ჩვენი პოზიცია დღესაც იგივე იქნება. პირველ რიგში ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. შეიძლება ამან კონკრეტულ მოსამართლეზე, კონკრეტულ პიროვნებაზე ვერ იმოქმედოს, მაგრამ უზარმაზარი საფრთხეა, შეიძლება სხვაზე იმოქმედოს", _განაცხადა კუბლაშვილმა