საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მერაბიშვილთან, კეზერაშვილთან, სხვებთან და სხვებთან ამ წუთში კითხვები აღარ აქვს. მისი თქმით, საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება კეზერაშვილთან მიმართებაში აპოკალიფსური არ არის.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ექს-ან-პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს დავით კეზერაშვილის ექსტრადაციაზე უარი ეთქვა.
"პირადად მე მერაბიშვილთან, კეზერაშვილთან, სხვებთან და სხვებთან ამ წუთში კითხვები აღარ მაქვს. მე კითხვები მქონდა სამი წლის წინათ და უფრო ადრე, ახლა მათთან კითხვები აქვს პროკურორებს და გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მოსამართლეებმა. როცა ასეთი თემებია, არ ღირს არც ზედმეტი მოლოდინების ქონა და არც ტრაგედიების გაჩენა. ექსტრადირებაზე უარის თქმა ერთი წამით არ აყოვნებს გამოძიების პროცესს, ერთი ის არის, რომ ვერ დაკითხავ, მაგრამ ამასობაში თუ გამოიძახებ და არ გამოცხადდება დასაკითხად, მაშინ შეგიძლია, დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება, ამიტომ ეს არ არის აპოკალიფსური გადაწყვეტილება". - განაცხადა უსუფაშვილმა.