"ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს, იმოგზაურონ ევროპაში ქართული პასპორტებით, უვიზოდ. ჩვენ მათ ვთავაზობთ თავისუფლებას."-ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააჟღერა.
"ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯების მიზანია დაძაბულობის შემცირება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ რეგიონებში რჩება პრობლემებად ჩვენს ურთიერთობაში. ჩემმა ქვეყანამ აირჩია საქართველოს გზა, რაც ქვეყნის ევროპიზაციას გულისხმობს. საქართველო გვინდა შევცვალოთ უკეთესი მიმართულებით, ვინაიდან ჩემი ხალხი ამას იმსახურებს. ეს არის დამოუკიდებელი ერის არჩევანი. ეს არის სწორი არჩევანი. ვფიქრობ, 3-4 წლის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დაინახავენ განსხვავებას, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ და როგორ ცხოვრობენ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს, იმოგზაურონ ევროპაში ქართული პასპორტებით, უვიზოდ. ჩვენ მათ ვთავაზობთ თავისუფლებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მსოფლიოში ყველა ერს სჭირდება." - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები