ახმეტის რაიონის 7 სოფელი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
მიზეზი სტიქიის შედეგად დაზიანებული ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზაა, რომლის აღდგენაც ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
ანალოგიური მდგომარეობაა გურჯაანის რაიონის მაღალმთიან სოფლებშიც, სადაც ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა მთლიანად დაფარა სოფლებთან მისასვლელი გზა.
პარალიზებულია ლაგოდეხი-გურჯაანი-თბილისიის ავტომაგისტრალიც.
წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს შიდა ქართლში. მდინარეები ძველ კალაპოტს უბრუნდება. რეგიონში აღარ წვიმს. ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს. რა თანხა იქნება საჭირო შიდა ქართლში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
წვიმების შედეგად ყველაზე მეტად დევნილების კომპაქტურად ჩასახლებული სოფელი კარალეთი დაზარალდა. ასევე დაიტბორა ქარელი.
მასალის გამოყენების პირობები