უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ შავი ზღვის ფლოტის რუსი სამხედროების გადაადგილება შეთანხმების გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთი უკრაინის მიერ „სამხედრო აგრესიად" შეფასდება. განცხადება, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტურჩინოვმა უკრაინის უმაღლესი რადას სხდომაზე გააკეთა.
„მივმართავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხელმძღვანელობას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზეა ბაზირებული მოთხოვნით - ყველა სამხედრო უნდა იმყოფებოდე იმ ტერიტორის ფარგლებში რომლებიც გათვალისწინებულია შეთანხმებით. სამხედროების ნებისმიერი გადაადგილება, მით უფრო იარაღით ხელში, ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სამხედრო აგრესიად შეფასდება".
მასალის გამოყენების პირობები