"ის რაც მოხდა უკრაინაში არის იმის დასტური, რომ საბჭოთა კავშირი ახლა იშლება",-ამის შესახებ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თოქ-შოუ "არჩევანში" ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს რევოლუცია შეეჩერებინა, თუმცა უშედეგოდ.
"უკრაინის რევოლიციით რუსეთის ყოვლისშემძლეობის მითი დაინგრა. პუტინმა ყველაფერი გააკეთა რაც მის ძალებში იყო, რომ უკრაინის ეს რევოლუცია შეეჩერებინა. კიევში, უკრაინის ყველა რეგიონში და განსაკუთრებით აღმოსავლეთში, პუტინი ბოლომდე დამარცხდა. ბოლო კვირებში აქ იყო პუტინის დესანტი. იყო სურკოვი, რომელიც მისი წარმომადგენელია სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში და ეხლა გადმოისროლა უკრაინაში. ძალიან ბევრი მითი დაინგრა, მათ შორის დაინგრა მითი რუსეთის ყოვლისშემძლეობის შესახებ. საქართველოსთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.