ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა არის დასტური, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკული მხარე უყურებს, როგორც დამოუკიდებელ და სანდო მოკავშირეს , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა არის დასტური იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკული მხარე უყურებს, როგორც დამოუკიდებელ და სანდო მოკავშირეს. სწორედ ეს ნდობა ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მართლაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იცით, რომ გაჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ძალიან დინამიური იქნება. ეს არის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და სხვა მიმართულებებს კიდევ უფრო გააძლიერებს, ისეთს, როგორიცაა სამხედრო თანამშრომლობა, ზოგადად ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობები ნატო-ში. ბარაკ ობამამ და ამერიკელმა ლიდერებმა გამოთქვეს სრული მხარდაჭერა ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა ალასანიამ.