,,როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები", _განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ადვოკატ გოგა ონიანის დაკავების საპასუხოდ.
მისივე განცხადებით, მსგავსი ტიპის დაკავებებისას პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.
"მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკური პარტიების განცხადებებზე, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები. სწორედ ამიტომ, როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად დამტკიცებული. მართლმსაჯულებაზე ზეწოლა და პასუხისგებაში მიცემა, ორი სხვადასხვა რამეა", - განაცხადა დიმიტროვმა.
მასალის გამოყენების პირობები