პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა ადამიანს ჩადენილი დანაშაულისთვის მოეკითხება.
,,ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ არავის არაფერი არ შერჩება, ყველას ყველაფერი მოეკითხება თუ ვინმემ რამე ჩაიდინა. ამიტომ დღეს თუ ვინმე რამეს სჩადის, მას აუცილებლად მოეკითხება, რადგან დღეს მათ აქვთ კითხვები იმ ადამიანების მიმართ ვისაც ეგონათ რომ იყვნენ და იქნებოდნენ მუდმივად ხელისუფლებაში", _განაცხადა უსუფაშვილმა.