„უკრაინის მოვლენები სერიოზულ გავლენას საქართველოზეც მოახდენს",_ ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრმა გიორგი ბარამიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„უკრაინის მოვლენები სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს ,არა მარტო, უკრაინის არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ეს მოვლენები, ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს არა მარტო უკრაინისა და ევროკავშირის, უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობებში, არამედ საქართველოზეც, როგორც რუსეთის მხრიდან აგრესიის ობიექტზე. რუსეთი იყო აგრესორი უკრაინის მიმართ, რადგან სწორედ რუსეთის ჩარევის გამო მოხდა ის, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე", _ განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ უკრაინის მთავრობამ სწრაფად შეძლოს იმ სეპარატისტული მოძრაობის ჩანასახების დარეგულირება და ჩაცხრობა, რომელიც ახლა გაჩნდა.
„რუსეთს აქვს სურვილი საქართველოს მსგავსი სცენარი გაითამაშოს და ამის წახალისება მიდის ეხლა",_ განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მოგვევლინოს ერთიანი, ძლიერ, დემოკრატიული სახელმწიფოდ, რომელიც გააგრძელებს სვლას როგორც ევროკავშირისკენ, ასევე განაახლებს ძალისხმევას ნატოში გაწევრიანებისთვის.
გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში „ნაციონალურო მოძრაობა" უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.
,, ჩვენს ვფიქრობთ უკრაინაში ჩასვლას უახლოეს მომავალში. ჩვენ გვაქვს სიგნალი სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ, რათა საქართველოს გამოცდილება გაიზიარონ ,რასაც ჰქვია ეფეტქიანი ბრძოლა კორუფციასთან დანაშაულთან, არაკორუმპირებული პოლიცია",_ განაცხადა ბარამიძემ.