ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას სადამსჯელო ოპერაციად აფასებს. როგორც მერაბიშვილმა 26 მაისის სასამართლო პროცესზე განაცხადა ონიანი პარასკევს მასთან იმყოფებოდა და უთხრა, რომ უახლოეს დღეებში მის დაკავებას აპირებდნენ.
მერაბიშვილის განცხადებით, ონიანის ინფორმაცია მან არასერიოზულად აღიქვა.
,,გოგა ონიანი ჩემთან პარასკევს იმყოფებოდა და თქვა, რომ აპირებდნენ მის დაპატიმრებას. სიმართლე გითხრათ ეს სერიოზულად არ აღვიქვი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, ადვოკატი რომელიც იცავს თავის ინტერესების დამცველებს, დაპატიმრებული იქნებოდა. მე რაც ტელევიზორში ვნახე, როცა ბინაში შეუვარდნენ და დააპატიმრეს ადამიანი და ჩაატარეს ასეთი სადამსჯელო ოპერაცია, ამით გაკვირვებული ვარ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.