ირაკლი ალასანია და "ეროვნული ფორუმი" კოალიცია ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა.
"კონკრეტულად სანიკიძესთან და ალასანიასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ ისინი კოალიციას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებენ ნამდმდვილად მაქვს. გარდა ამისა ძნელი აღასქმელი არ არის ვიზუალურადაც რომ ეს პარტიები კოალიციის არც ერთ აქტივობაში არ არის წარმოდგენილი, მერების და გამგებელების სიაშიც ნახავთ რა დოზით იქნებიან წარმოდგენილი", - აცხადებს კუკავა.