ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი , ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის დაკავების ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ადვოკატთა ინსტიტუტზე დევნის მცდელობად მიიჩნევს.
"სახეზეა ადვოკატ გოგა ონიანის ინსტიტუციონალური დევნა. ონიანზე მიდის ზეწოლა. მე მივმართე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი და მოსთხოვა გოგა ონიანზე თავდასხმების შეწყვეტა. როდესაც მე გოგას ველაპარაკე, ეს იყო ხუთშაბათს, მან მითხრა, რომ ამ წერილის შესახებ რომ გაიგო ხელისუფლებამ, 15 ადამიანი დაიბარეს და მასზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. აქედან გამომდინარე, სახეზეა ინსტიტუციონალური დევნა ადვოკატ გოგა ონიანისა, სწორედ იმიტომ, რომ მან არ გააგრძელოს გმირული ბრძოლა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად", - აცხადებს ხატიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები