ადვოკატ გიორგი ონიანს წლების წინ ნარკოტიკის ჩადებას ედავებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კანდელაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ონიანს ვესაუბრე უშუალოდ მისი დაკავების მომენტში. მისი თქმით, საუბარია იმაზე, თითქოს მან ვიღაცას წლების წინ ჩაუდო ნარკოტიკი. თუმცა, არათუ რაიმე მტკიცებულება, ამასთან დაკავშირებით მოწმის ჩვენებაც კი არ გააჩნიათ. ანუ თუ ხარ კარგად მომუშავე ადვოკატი და კრიმინალ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქმეებს უგებ, თუ მის მიერვე მოწმეთა მოტაცებას ამხელ - საქართველოს მთავრობა დაგიჭერს. ნუთუ უკრაინის მოვლენებმა ვერაფერი გასწავლათ?.უკრაინის მოვლენებმა მთავრობა დააპანიკა და დააკავეს ადვოკატი, რომელმაც პროკურატურას უკვე ორი საქმე მოუგო!", - წერს გიორგი კანდელაკი.