შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, პროცესები რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარდა, სამწუხაროა, თუმცა ახლა უკრაინელებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის მისაღები მთავრობა და პრეზიდენტი აირჩიონ.
,,უკრაინაში ძალიან ცუდი რამ მოხდა, დაიღუპა ხალხი, მაგრამ ვუსურვებდი უკრაინელ ხალხს თვითონვე აირჩიონ ის მთავრობა, ის პრეზიდენტი რომელიც მათთვის მისაღები იქნება. ვუსურვებ მომავალშიც წარმატებას და დემოკრატიულ წინსვლას უკრაინის სახელმწიფოს", _განაცხადა ჭიკაიძემ.