თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ პროცესები მხოლოდ პოზიტიურად განვითარდება.
,, უკრაინაში პროცესები აშკარად დადებითისკენ იცვლება. ეს ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარია და ვიმედოვნებ, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდება, პოლიტიკური შეთანხმება შედგება და უკრაინას ისეთი ახალი ხელისუფლება ეყოლება, როგორსაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს", _განაცხადა ალასანიამ.