პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უკრაინაში არავითარი სახელმწიფო გადატრიალება არ არის და პარლამენტის ახალი სპიკეტი კი კანონიერად არის არჩეული.
„არავითარი გადატრიალება კიევში არ არის. სამთავრობო შენობები დაცლილია. პარლამენტის სპიკერი ლეგიტიმურადაა არჩეული. პრეზიდენტ იანუკოვიჩს აქვს 24 საათი იმისათვის, რომ 2004 წლის კონსტიტუციის შესახებ კანონს მოაწეროს ხელი",_ დაწერა სიკორსკიმ „ტვიტერში" თავის გვერდზე.