უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, რეგიონების პარტიის დეპუტატი ანნა გერმანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იანუკოვიჩის გადადგომის შესახენ. სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას" კითხვაზე შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცი ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ გერმანმა განაცხადა: „არა!".
მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი იმყოფება ხარკოვში, ის ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა და ტელევიზიით გამოსვლას აპირებს.
ამასთან ერთად, გერმანმა გავრცელებულ ინფორმაციას იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ „სპეკულაცია და ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობა უწოდა".
მასალის გამოყენების პირობები