პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ მარგველაშვილი ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს შეეხო.
საყვარელიძე არ იზარებს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ,,ნაცმოძრაობის" ბრალდებებს და მას უსაფუძვლოს უწოდებს.
,, პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ჩემთვის ,,ნაცმოძრაობის" ბრალდების საფუძველი გაუგებარია, რადგან გიორგი მარგველაშვილი ყველა აქტუალურ პრობლემას უკრაინიდან დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული შეეხო. მარგველაშვილის გამოსვლას ვაფასებ პოზიტიურად, რადგან ის საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე იდგა_კონსტიტუცია არაფრის უფლებას არ იძლევა და ამ დროს ,,ნაცმოძრაობის" მიერ უხარისხოდ გაკეთებული კონსტიტუცია იძახის, რომ პრეზიდენტი საანგარიშო მოხსენებით უნდა წარსდეს. საინტერესოა პრეზიდენტს უფლებები არ აქვს და რა ანგარიში უნდა ჩააბაროს. ასეთი სისულელე გააკეთეს ,,ნაციონალებმა", რომლებიც ახალ ხმამაღლა ლაპარაკობენ", _განაცხადა საყვარელიძემ.
,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე ,,პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელიც ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვექტორის მუშაობაზეა ორიენტირებული, ხომ არ უნდა გაეკეთებინა უფრო მკვეთრი და მკაფიო განცხადებები საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით? _საყვარელიძე პასუხობს:
,,საგარეო კურსი დიპლომატიასთანაა დაკავშირებული. მკვეთრი განცხადებები კი დიპლომატიას გამორიცხავს. მაშინ საკითხი ასე დავაყენოთ რა გვინდა დიპლომატიური იყოს ქვეყნის პირველი პირი, თუ შეაგინოს დედა ყველას ვინც შესაგინებელია. ამიტომ გაუგებარია რატომ ვეკიდებით ასე სერიოზულად ,,ნაცმოძრაობის" შენიშვნას პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით?_მაგათ პასუხისმგებლობა მაშინ არ ჰქონდათ როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომში შეიყვანეს თავისი არადიპლომატიურობით, ახლა მიგაჩნიათ ამ ადამიანებს, საერთოდ უფლება აქვთ საგრეო პოლიტიკაზე ილაპარაკონ?", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.