,,ეს იყო მართლაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის გამოსვლა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას.
საგანელიძის განცხადებით, მარგველაშვილს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა.
,,პრეზიდენტს მართლაც საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. მან თავის გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, რომ ხელისუფლების წყარო ხალხი უნდა იყოს და ეს იყო მართლაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის გამოსვა და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის, რაც მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა", _განაცხადა საგანელიძემ.