,,ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ასე დამცირებულია თავისივე გუნდის მხრიდან", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლისას მინისტრთა კაბინეტის არდასწრების ფაქტი შეაფასა.
მისივე განცხადებით, ის, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის შემადგელობა არ ესწრება მიუთითებს იმაზე, რომ მარგველაშვილს მოკრძალებულ ადგილი აქვს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში.
,, პირველი შემთხვევაა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა არ ესწრება. ის, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის შემადგენლობა არ ესწრება მიანიშნებს მისი გუნდის დამოკიდებულებაზე მისი პოლიტიკური ფიგურისადმი. არც ერთი მთავრობის წევრი პარლამენტში არ მოვიდა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისთვის, სახელმწიფოს მეთაურისთვის, მოესმინა. ეს მიანიშნებს მარგველაშვილის მოკრძალებულ ადგილზე ქართულ პოლიტიკურ ელიტაში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წიკლაურმა.