საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების" ქართულენოვან ვერსიას მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა გააჩნია და არ წარმოადგენს შეთანხმების საბოლოო ვარიანტს.
,,მინდა ხაზ გავუსვა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ქართულენოვანი თარგმანი არის მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვის მატარებელი და არ წარმოადგენს ტექსტის საბოლოო ვერსიას, რადგან იგი კვლავ გადის სამართლებრივ და ლინგვისტურ დახვეწას ევროკავშირში, პარალელურად ტექსტი ითარგმნება ევროკავშირის ოფიციალურ 24 ენაზე, რაც დიდი მოცულობის ამოცანაა. ამიტომ ამას სჭირდება წელიწადი და ზოგჯერ მეტი დრო, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ზოგადად მოლაპარაკება არა მხოლოდ რეკორდულ დროში დამთავრდა, არამედ ეს პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა და იმედი გვაქვს, რომ სექტემბრის დასაწყისში ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას", _განაცახადა ბერუჩაშვილმა.