შვედეთის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ რჩება სამეფოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის მთავარ სამხედრო საფრთხედ. ამის შესახებ Politico იუწყება.
შვედეთის დაზვერვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საფრთხე „სერიოზული და კონკრეტულია“ და მოსკოვის ქცევას „ოპორტუნისტული და აგრესიული“ უწოდა.
რუსეთის მტრული ქმედებების მაგალითებს შორის რეგიონში, განსაკუთრებით ბალტიის ზღვაში, დაზვერვის სამსახურმა დაასახელა საჰაერო სივრცის დარღვევები, დივერსია და კიბეროპერაციები.
რუსეთის მტრული ქმედებების მაგალითებს შორის რეგიონში, განსაკუთრებით ბალტიის ზღვაში, დაზვერვის სამსახურმა დაასახელა საჰაერო სივრცის დარღვევები, დივერსია და კიბეროპერაციები. შვედეთის შეფასება იმეორებს ბალტიის სხვა ქვეყნების დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც ასევე ადასტურებს რუსეთის მხრიდან აგრესიის ზრდას.
კერძოდ, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ ადრე გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთი „საშიშ ქვეყანად“ არის დახასიათებული, მიუხედავად მისი არაკომპეტენტურობისა.
კერძოდ, ესტონეთის დაზვერვის შეფასებით, მოსკოვი „შემდეგი ომისთვის ემზადება“, რადგან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს საარტილერიო ჭურვების წარმოება 17-ჯერ გაზარდა.
ამავდროულად, ტალინმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ რუსეთი 2027 წელს ნატო-ზე თავდასხმას აპირებს და პროგნოზირებს, რომ ევროპაში თავდაცვითი ზომების გაძლიერების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ნატო-ს ანონიმურმა წარმომადგენელმა Politico-ს განუცხადა, რომ წევრების მიერ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3.5%-მდე გაიზრდება.
„ვიდრე ამ ინვესტიციების განხორციელებას გავაგრძელებთ, გვექნება ისეთი სიტუაცია, რომლის დროსაც რუსეთი აგრესიის გამოყენებას ვერ გაბედავს“, - აღნიშნა ნატო-ს წარმომადგენელმა.