არც ერთ ხელისუფლებას არ შეშვენის და არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია საკუთარი ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, იგი სრულიად შოკირებულია იმ კადრებით, რაც დღეს ყველამ უკრაინიდან იხილა.
"უკრაინაში მოვლენები ვითარდება ტრაგიკულად და სრულიად შოკირებული ვართ იმ კადრებით, რაც ვიხილეთ. არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია და არც შეშვენის საკუთარი ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება", - განაცხადა პრეზიდენტმა.