„ბოლო 15 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აუმჯობესებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს, რაც უცხოელი ბიზნესმენებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს" - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა ქართულ-გერმანული ბიზნეს ფორუმის გახსნისას განაცხადა.
ელჩის თმით საქართველო ეკონომიკურ ზრდას განიხდის, „ შედარებით დაბალი გადასახადები და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით კორუფციიის დაბალი დონე და კარგი მაკროეკონომიკული გარემო ეკონომიკური განვითარების საწინდარია და მიუთითებს ქვეყნის განვითარების სწორ მიმართულებაზე"-აღნიშნა ორთვინ ჰენიგმა.
ქართულ-გერმანულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, მისი თმით ამ განსაკუთრებული ურთიერთობის გამოხატულებაა საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობრივი ვიზიტი, „ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თავის ფრანგ კოლეგასთნან ერთად, რეგიონში ასეთი რთული ვითარების დროს, არა მხოლოდ ევროპის თანადგომის დიდი ნიშანი, არამედ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიული ტრანზაქციის აღიარებაა,"-განაცხადა ჰენიგმა.
ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითრებაში შეტანილი წვლილისთვის.
„საქართველო უბრუნდება ევროპას, ეს როგორც ისტოირიულად, ასევე კულტურულად დამტკიცებულია. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობით ის ყოველთვის ახორციელებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სამეცნიერო, კულტურული და ეკონომიკური კავშირის როლს"-დასძინა ელჩმა.