საქართველოს კონსული უკრაინაში, კონსტანტინე საბიაშვილი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მაიდანზე არსებული „ქართული ბატალიონისა" და მისი წევრი, 14 ქართველის გარდაცვალების შესახებ.
„ეს ინფორმაცია ჩვენც მასმედიის საშუალებით შევიტყვეთ. აქ „ქართველების ბრიგადა" წარმოუდგენელია რომ არსებობდეს. 14 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს",_ აცხადებს კონსული აღნიშნავს, რომ საელჩომ ეს ინფორმაცია ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებით გადაამოწმა და ვერ დაადასტურა.
„ამ ეტაპზე რაც ჩვენ მოვიძიეთ ყველა საშუალებით და გავერკვიეთ ასეთი რამ ფაქტები არ დასტურდება",_ აცხადებს კონსტანტინე საბიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაიდანზე მყოფი "ქართული ბრიგადიდან", რომელიც ადგილობრივი ქართველებითაა დაკომპლექტებული, დაღუპულია 14 ქართველი.