ძლიერი წვიმის გამო საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგია "ენერგო-პრო ჯორჯიას" 128 000 აბონენტს არ მიეწოდება.
ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ბოძები წააქცა და ხაზები დაზიანა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც წყალდიდობის შედეგად კომპანიის ქვესადგურები დაიტბორა.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, წყალდიდობა სარემონტო სამუშაოებს აფერხებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამინდი შეიცვლება, გათიშული აბონენტების დიდი ნაწილის ენერგომომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დღის ბოლომდე მოხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები