საქართველოს ფინანსთა მინისტრს იმედი აქვს, რომ უკრაინელი ხალხი გამონახავს გზებს და ქვეყანაში არსებული ვითარება დასტაბილურდება და პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდება.
„ძალიან ვწუხვარ, რომ სიტუაციამ ასეთი ტრაგიკული სახე მიიღო. მე მაინც იმედს არ ვკარგავ, რომ უკრაინელი ხალხი გამოძებნის გზას, რათა მშვიდობიანად გადაწყვიტოს პრობლემა"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.