შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსად დავით თამაზაშვილის დანიშვნას ეხმიანება. როგორც მთავარობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ჭიკაიძემ განაცხადა თამაზაშვილი ძალზედ გამოცდილი თანამშრომელია.
,,დავით თამაზაშვილი დაინიშნა აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსად. იგი არის ძალზედ გამოცდილი თანამშრომელი. ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი მოადგილედ და გააგრძელებს აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობას", _განაცხადა ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დავით თამაზაშვილმა ვალერი თელია შეცვალა.