დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი უკრაინაში არსებული სიტუაციის დაძაბვაზე სრულ პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აკისრებს.
ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ღრმად შეშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ. ძალადობა ყველა მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი და პრეზიდენტი იანუკოვიჩი ამაზე კონკრეტულადაა პასუხისმგებელი", _ წერს კემერონი.
მისივე თქმით, იანუკოვიჩი ოპოზიციასთან დიალოგზე უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია უკრაინის მომავლისათვის.
„პრეზიდენტი იანუკოვიჩი ილუზიებით არ უნდა იკვებებოდეს - მის მოქმედებებს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს და ის ვინც თანამონაწილეა ძალადობისა პასუხს აგებს",_ აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი.