კოალცია ,,ქართული ოცნების" წევრები პრემიერ-მინისტრის აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანებიან. როგორც ჟურნალისტებთან ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია.
,,პრემიერ-მინისტრის ამპლუაში ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში პირველი ვიზიტია და ისეთ სტრატეგიულ, მეგობარ და მხარდამჭერ ქვეყანასთან და ისეთი მნიშვნელობის მქონე ქვეყანასთან როგორიც აშშ, მე მგონი, ბევრი კომეტარის გაკეთება საჭირო არ არის", _განაცხადა დოლიძემ.
მისივე განმარტებით, პრემიერი აშშ-ში ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიემგზავრება.