იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფოს მართვის ნახევრადქურდულმა სისტემამ საბედნიეროდ კრახი განიცადა, - აცხადებს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია.
"უკრაინაში, ვგონებ, სამოქალაქო ომი დაიწყო. ევროინტეგრაცია ერთგვარი საბაბია, მიზეზი კი იანუკოვიჩის მართვის სისტემაა. იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფოს მართვის ნახევრადქურდულმა სისტემამ საბედნიეროდ კრახი განიცად, მაგრამ მეცოდება უკრაინელები, სამოქალაქო ომი ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც ერს შეიძლება დაატყდეს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ 2003 წელს რამდენიმე პოლიტიკოსის და მათ შორის ჩემი, სრულიად კანონიერი პოზიცია, ქართველი ხალხის ინტერესებში იყო, ხოლო, რაც მერე შედეგად მივიღეთ სააკაშვილის რეჟიმის სახით, ამაში მეტნაკლებად ყველანი ვართ დამნაშავე", - აცხადებს ხაბურძანია.