საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის რეაქციით უკმაყოფილოა. როგორც სააკაშვილმა უკრაინული 25-ე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა აუცილებელია ევროკავშირმა უფრო მეტი კონკრეტიკა გამოიჩინოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
,,უკრაინელი ხალხი რეალურად უცხო ქვეყნის აგრესიას ებრძვის და იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მხოლოდ შეშფოთება და განცხადებები ევროკავშირის მხრიდან საკმარისი არ არის. საჭიროა ევროკავშირმა უფრო მეტი კონკრეტიკა გამოიჩინოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა