იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა,
"სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, სასჯელაღსრულების სამინისტრო, პრეზიდენტი და მოსამართლეები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რომ არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება ამ საქმეზე", - აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა, რომ დადგა დრო, უფრო მნიშვნელოვან ეპიზოდს დაუთმოს ყურადღება გამოძიებამ, კერძოდ კი იმას, თუ რა მოხდა კაფესა და სასაფლაოზე.