პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივას რევოლუციურს უწოდებს. როგორც ღარიბაშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა მას გული წყდება, რომ აღნიშნულ ინიციატივას ოპოზიციის წარმომადგენლები სათანადოდ ვერ აფასებენ.
"ოპოზიციის სურვილები არასოდეს დამთავრდება. მათ უნდათ, რომ ერთ დღეს ჩვენც წავიდეთ სახლებში და დავუთმოთ ადგილები, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ ხალხმა აგვირჩია და გვაქვს გრძელვადიანი გეგმები. მოითმინონ, იმუშაონ, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ჩვენზე უკეთესები იქნებიან. თუ დადგება დრო და ხალხი გადაწყვეტს, მათაც მისცემს ხმას. რაც შეეხება ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ის მართლაც რევოლუციურია. ძალიან მწყდება გული, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები არ თუ ვერ აფასებენ წარმოდგენილ ცვლილებებს. ამაზე უბრალოდ ოცნებაც არ შეეძლოთ, სულ რაღაც 2 წლის წინ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გუშინ გამოვიდა.