შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრას მიესალმება. მისი აზრით, მსგავსი ტიპის შეხვედრა მნიშვნელოვანია რათა პროცესი დაიწყოს. განცხადება ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ამით რაღაც პროცესი იწყება. მე მივესალმები ასეთ შეხვედრებს თუ იქნება კარგად მომზადებული, რათა ამ შეხვედრის შემდეგ რაღაც პროცესი დაიწყოს ან მოხდეს უარესი, რასაც მე არ ველოდები", _ განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ტიპის შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, რათა დავაფიქსიროთ სად ვიმყოფებით.
,,ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ამ ტიპის შეხვედრა, რათა დავაფიქსიროთ სად ვიმყოფებით. ვიმყოფებით პროცესის დასაწყისში და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოძრაოთ წინ თუ იმდენად ღრმა არის კონფრონტაცია და დაძაბულობა, რომ შეუძლებელია პროცესის დაწყება", _ განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ მას ღრმად სწამს, რომ ამ ტიპის შეხვედრა შედგება, იქნება სასარგებლო და პროცესი დაიწყება.
ზაქარეიშვილის განცხადებით, აბაშიძე კარასინის ფორმატში სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები