ძლიერი წვიმების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდინარე თვალთხევი ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა. მდინარიდან გადავარდნილმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, წვიმების შედეგად ადიდებული ხევებიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირკოკში, ვეჯინსა და კოლაგში სამი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზოები დაიტბორა.
მდინარეები ადიდდა ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებშიც, თუმცა გამგეობების ინფორმაციით, ზარალი არ არის.