რომ ყოფილიყო სააკაშვილის დროინდელი სასამართლო, მერაბიშვილის სასჯელი იქნებოდა უფრო მძიმე, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ მერაბიშვილისა განაჩენის შეფასებისას.
„სასამართლო და მისი განაჩენი არასოდეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური შეფასების საგანი-არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიზირება. სასამართლომ მიიღო განაჩენი და ამ განაჩენს ვღებულობთ , როგორც მართლმსაჯულების აღსრულების პრეოცესი. რომ ყოფილიყო სააკაშვილისდროინდელი სასამართლო სასჯელი იქნებოდა უფრო მძიმე, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მსუბუქი სასჯელებისთვის ადამიანები 30-წლიან სასჯელს იხდიდნენ საქართველოს ციხეებში. სასჯელის შეკრებითობის არსებობის შემთხვევაში მერაბიშვილს მრავალწლიანი პატიმრობა მიესჯებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ- არ უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება", - განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. დასაქმების ეპიზოდზე ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო კახეთის ყოფილ გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 000-ლარის გირაო დააკისრა.