,,ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც ბედუკაძე ზნეობრივი გმირია, სამართლებრივ გადაწყვეტილებას არ უნდა ელოდო", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ.
წიკლაური სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარ შეკვეთილს უწოდებს.
,,ვფიქრობ, მოსამართლის განაჩენი წინასწარ შეკვეთილი იყო. არ ველოდებოდი, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა. როგორც ჩანს, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება ამ ხელისუფლების პირობებშიც კი ზედმეტი იყო, ამიტომ მოძებნეს ფორმა, რომლითაც ჭიაბერაშვილი დარჩება გარეთ, ხოლო ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წიკლაურმა.
მისივე განმარტებით, ე.წ. დასაქმების ეპიზოდზე ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის საქმის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიუთითებდა იმაზე, რომ ნაპოვნი იყო მოსამართლეთა ის ჯგუფი, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წიკლაურმა განაცხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
,,დარწმუნებული ვარ, მოსამართლეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და გადაწყვეტილება სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით მიღებული არ ყოფილა", _განაცხადა წიკლაურმა