თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ მას მართლმსაჯულებასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს.
"ეს არის მართლმსაჯულების სირცხვილი. ამას მართლმსაჯულებასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ამას მარტივ ქართულ ენაზე ჰქვია ივანიშვილის შურისძიება მერაბიშვილზე. როდესაც მერაბიშვილს ასამართლებენ რაღაც ბინის რემონტის გამო, ეს უბრალოდ სირცხვილია. ეს არის სირცხვილი ქვეყნის, მთავრობის და პირადად ივანიშვილის. ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნოდ ხმამაღალი საუბრები კაციჭამიობასთან დაკავშირებით და მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს მერაბიშვილი გაასამართლეს კვარიათის ბინის გარემონტებაზე და ასეთი უზნეობა პირადად ივანიშვილს და მის ხელდასმულ მთავრობას ბუმერანგივით დაუბრუნდება", - განაცხადა უგულავამ.