20 და 21 თებერვალს გერმანიის ქალაქ შტუდგარდში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკალურ სტუდია „Scb-music"-ში, 2014 წლის "ევროვიზიის" ქართევლი მონაწიელეები, „შინი" და მარიკო ებრალიძე, საკონკურსო სიმღერის ჩაწერას იწყებენ.
კონკურსისთვის განკუთვნილი კომპოზიცია ჯგუფმა „შინმა" შექმნა. გერმანიაში სიმღერის ჩასაწერად მარიკო ებრალიძე 19 თებერვალს გაემგზავრება. მსმენელი კი სპეციალურად "ევროვიზიისთვის" შექმნილ სიმღერას უახლოეს პერიოდში შეაფასებს.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია" 2014 დანიაში, კერძოდ კი კოპენჰაგენში გაიმარება. „ევროვიზია" წელს 59-ედ ტარდება და მასში მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს, 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული კი დანიელი კონკურსანტი ემილიე დე ფორესტი გახდა.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.